top of page
  • Writer's pictureAdmin

2 დღე პრაღაში

Updated: Sep 17, 2018

ჩეხეთის დედაქალაქი და ევროპის ისტორიული ქალაქი, რომელიც უკვე საუკუნეებს ითვლის, თავისი   კულტურული მემკვიდრეობით იზიდავს მილიონობით ტურისტს. გოთიკური არქიტექტურა და უძველესი მოედნები, ცნობილი ლუდსახარში სახლები, საფირმო ჩეხური ლუდი და შობის დღესასწაულის აღნიშვნის უნიკალური ტრადიცია. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

შემდეგ პოსტში აგიხსნით თუ რა უნდა ნახოთ პრაღაში ყოფნის დროს 48 საათში.


დღე პირველი

საფეხმავლო ტურს დაიწყეთ პეტრინის პარკიდან სადაც დგას 1891 წელს აშენებული 65 მეტრიანი კოშკი, რომლიდანაც ულამაზესი პრაღის ხედი იშლება. გზას თუ ჩრდილო დასავლეთით გააგრძელებთ შეხვდებით სტრაჰოვის ბიბლიოთეკას რომელიც 1143 წელს აიგო სადაც ინახება 130 ათასი ტომი უნიკალური წიგნი. შემდეგი მნიშვნელოვანი ადგილი Prague Castle ყველაზე დიდი ციხესიმაგრათა, მონასტერთა და ეკლესიათა კომპლექსი მსოფლიოში და აქვე მდგარი წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი.

კომპლექსი ძველად იმპერატორების, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს, რომელიც მასშტაბით მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა.გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს. კომპლექსის ისტორია IX საუკუნიდან იღებს სათავეს და ნელ-ნელა სხვადასხვა მეფის მმართველობის ჟამს მდიდრდებოდა და ვითარდებოდა სტრუქტურულად და მრავალფეროვანია არქიტექტურული, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. ტაძრიდან გზას ოქროს გზისკენ მივყავართ, ეს საყვარელი პატარა სახლები ერთ დროს იყო სასახლის მცველების საცხოვრებლები, უფრო მოგვიანებით კი ქალაქის იუველირების სამყოფელები. სამხრეთისკენ გზის გაგძელებით ნახავთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო ქუჩას, ქუჩას მხოლოდ ქვეითად მოსიარულეები გამოიყენებენ და სწორედ მათთვისაა დაწესებული შუქნიშანი, ვინაიდან ქუჩის სიგანე მხოლოდ 70 სანტიმეტრს ხოლო სიგრძე კი 10 მეტრი შეადგენს და ორი კაცის ერთდროულად გავლა ფიზიკურად შეუძლებელია.


დღე მეორე

მეორე დღეს ტური დაიწყეთ შუა საუკუნეების კარლის ხიდიდან. არსებობს გამოთქმა "ყველა გზა რომისკენ მიდის", ჩეხები კი ამბობენ "ყველა გზა კარლის ხიდამდე მიდისო". ამ ხიდს ყოველდღუირად ასობით და ათასობით ტურისტი სტუმრობს. ხიდის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია და 30 მდე წმინდანის ქანდაკება დგას. ხიდი მე-XV-ე საუკუნეში არის აგებული. არსებობს ლეგენდა, რომ ამ ხიდზე ნებისმიერი ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდება.

აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზად ხიდის დასასრულს ნახავთ ჩეხეთის ეროვნული ბიბლიოთეკას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ აქ იყო დაცული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული წიგნი - ვოინჩის ხელნაწერი. ბიბლიოთეკაში დღეისათვის დარეგისტრირებულია 60 000 წიგნის მოყვარული.

შემდეგ უკვე გახვალთ პრაღის ცენტრალურ მოედანზე და შეხვდებით

პრაღის ასტრონომიულ საათს. ასტრონომიული საათი ყოველ სრულ საათებზე რეკავს, სარკმლები იხსნება და მოციქულები ტრიალებენ.. ასტრონომიულ საათს აქვს რამდენიმე დისკი და ფენა. პირველი ფენა არის ცა და დედამიწა. მეორე ზოდიაქოს რგოლი. მესამე რგოლი მზის მდგომარეობას ამსახველ ისარს ამოძრავებს, მეოთხე მთვარეს და მეხუთე კიდევ ვარსკვლავური საათია. საათი 600-ზე მეტი წლისაა, როგორც ამბობენ, მის შემქნელ მიკულაშ კადენს ხელები მოკვეთეს რათა მას აღარ შესძლებოდა მსგავსი საათის შექმნა.

თუ მოედნიდან გზას ჩრდილოეთით გაუყვებით ნახავთ ძველი ებრაულ სასაფლაოს, სადაც დასაფლავება დაიწყეს დაახლოებით XV საუკუნის დასაწყისიდან. ყველაზე ძველი საფლავის წარწერა თარიღდება 1439 წლით. ზოგიერთი მონაცემით სასაფლაოზე 100 000 ებრაელია დაკრძალული.

შემდეგი ადგილი არის ლეტნა პარკი Letná Park, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ისიამოვნოთ ქალაქის ულამაზესი ხედით, უმჯობესია ესტუმროთ მზის ჩასვლის დროს.

პრაღაში უამრავი კარგი ბარ-რესტორნებია, ნებისმიერ ბარში ლუდის დაგემოვნება ერთი დიდი სიამოვნებაა.

ეს ის მნიშვნელოვანი ადგილებია რომლის ნახვასაც გირჩევთ 2 დღეში.

ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ აქ >>> პრაღა


გისურვებთ წარმატებას.


388 views0 comments
bottom of page