top of page

როგორ ვისარგებლოთ Airbnb.com_ით

Writer's picture: AdminAdmin

Updated: Feb 6, 2019

Airbnb არის აპარტამენტების, ბინების და სახლების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული დაჯავშნის სისტემა. კომპანია დაარსდა 2008 წელს კალიფორნიის შტატში. ამ პოსტში აგიხსნით თუ როგორ ისარგებლოთ Airbnb_ის დაჯავშნის სისტემით.


რეგისტრაცია

თუ თქვენ არ ხართ ამ საიტის მომხარებელი, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებული ლინკიდან: www.airbnb.ie/c/iraklik29 და თქვენ მიიღებთ 35 დოლარამდე ფასდაკლებას, ანუ პირველი ჯავშნის დროს ბინის საერთო ღირებულებას ავტომატურად გამოაკლდება 35$ . ( აპარტამენტის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 75$ -ს ) რეგისტრაცია არის მარტივი, სისტემაში შესვლის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფეისბუქის ან გუგლის ანგარიში


ძებნა

საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი ქალაქი ან სოფელი ( ამ შემთხვევაში ბუდაპეშტი) და აპარტამენტის დაჯავშნის თარიღი 2 ადამიანზე. თუ თქვენ ხარ შეზღუდული ბიუჯეტში, ძებნის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ Price ველი და დააყენოთ მაქსიმალური ზღვარი.


შერჩევა

მაგალითისთვის ამ ფოტოზე ხედავთ აპარტამენტს სახელად On the Broadway of Budapest რომლის ღირებულება არის 40 დოლარი ერთი ღამით ორ ადამიანზე.

აპარტამენის შერჩევის დროს Total ველში გიწერთ ბინის საერთო ღირებულებას (ფასში შედის დასუფთავების და მომსახურების საფასური) ჯამში 54 დოლარს.

ბინის შერჩევისას ასევე დააკვირდით მის შეფასებას, ვარსკვლავების რაოდენობას, მფლობელის კომუნიკაბელურობას. აუცილებლად გაითვალისწინეთ დაჯავშნამდე დაეკონტაქტეთ მფლობელს (Contact Host), რათა შეათანხმოთ ბინაში შესვლის დრო და მფლობელის დახვედრის დეტალები.

ჯავშნის კოდი შეგიძლიათ ნახოთ როგორც აქ >>> https://www.airbnb.com/trips ასევე მეილზე მიღებულ შეტყობინებებში.

Airbnb_ი Booking_ისგან განსხვავებით თანხის გადახდას ითხოვს წინასწარ, ამ შეთხვევაში საიტი თქვენს თანხას გაყინავს და მხოლოდ მას შემდეგ დაერიცხება მფლობელს როდესაც თქვენ დატოვებთ აპარტამენტს. გადახდის ასეთი პირობა ბნბ_ს და მომხმარებელს შორის სანდომიანობის მაღალი კოეფიციენტის მაჩვენებელია.



ჯავშნის გაუქმება

Airbnb_ი მკაცრად აკონტროლებს ბინის მფლობელებს და თითქმის არ აძლევს უფლებას გაგიუქმოთ ჯავშანი. ჯავშნის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ მომსახურების საფასურის (Service fee) გადახდა მოგიწევთ აუცილებლად (საკომისიოს რაოდენობა ყველა მფლობელს სხვადასხვა აქვს, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აპარტამენტის მფლობელის გვერზე (Cancellations). ამ აპარტამენტის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ უფასოდ 5 დღით ადრე (გადაიხდით მხოლოდ მომსახურების საფასურის 6 დოლარს). ხოლო თუ 5 დღის ვადაში მოახდენთ ჯავსნის გაუქმებას, პირველი ღამის სრულიად ჩამოგეჭრებად ხოლო დანარჩენი დღეების მხოლოდ 50%.



გისურვებთ წარმატებას.

494 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page