top of page

როგორ დავჯავშნოთ სასტუმრო booking.com ზე

Writer's picture: AdminAdmin

Updated: May 3, 2018

booking_ი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული საიტი სასტუმროების დასაჯავშნათ, იგი დაარსდა 1996 წელს ნიდერლანდებში. შემდეგ ბლოგში აგიხსნით თუ როგორ გამოიყენოთ 15$_იანი ფასდაკლება და როგორ დაჯავშნოთ სასტუმრო booking.com_ზე.


რეგისტრაცია

თუ არ ხარ საიტის მომხარებელი, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ამ ლინკიდან: booking.com/s/34_6/59e84189 და პირველი ჯავშნის დროს თქვენ მიიღებთ 15$_იან ფასდაკლებას

რეგისტრაციის დროს არ დაგჭირდებათ ზედმეტი ფორმის შევსება, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფეისბუქი ან გუგლის ანგარიში


ძებნა

საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი ქალაქი ან სოფელი (ამ შემთხვევაში მილანი) და სასტუმროს დაჯავშნის თარიღი 2 ადამიანზე. თუ თქვენ ხართ შეზღუდული ბიუჯეტში, ძებნის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ Lowest Price Firs ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს რომ საიტი ავტომატურად დაალაგებს სასტუმროებს დაბალი ფასიდან.

ყველაზე მეტად რაც შეიძლება გამოიყენოთ ეს არის შემდეგი ფუნქციის არჩევა

1. Breakfast included - საუზმე

2. City Center - ცენტრან ახლოს მდებარე სასტუმრო

3. Free Cancellation - უფასო გაუქმების საშუალება, რაც იმას ნიშნავს რომ გარკვეულ დრომდე თქვენ შეგიძლიად წინასწარი გადახდის გარეშე დაჯავშნოთ ნებისმიერ სასტუმრო

4. NO PREPAYMENT NEEDED - pay at the property - არ მოითხოვს წინასწარ გადახდას, შესაძლებელია გადაიხადო ადგილზე ქეშით ან ბარათით



შერჩევა

სასტუმროს შერჩევის დროს დააკვირდით მის შეფასებას, წაიკითხეთ კომენტარები, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციეთ არჩევის შემდეგ სასტუმროს რა რაოდენობის თანხა უწერია (Not included) რომელიც არ შედის იქვე ნაჩვენებ ფასში, თუმცა ჯავშნის დასრულების დროს დაგიწერთ სასტუმრო ნომრის მთლიან ღირებულებას.



ჯავშნის გაუქმება

ჯავშნის გასაუქმებლად უნდა შეხვიდეთ შესაბამისი ჯავშნის დეტალებში. დააკლიკეთ მაუსი ზედა მარცხენა მხარეს სადაც თქვენს სახელი და გვარი წერია, ჩამონათვალში აირჩიეთ (Bookings) და შემდეგ შესაბამისი ჯავშნის (View Booking).

ფოტოზე ხედავთ რომ უფასო გაუქმების სერვისი მოქმედებს 29 მაისამდე. ანუ 29 მაისამდე ნებისმიერ დროს შეგეძლებათ გააუქმოთ თქვენი ჯავშანი, ხოლო 29 მაისი შემდეგ გაუქმების საფასური იქნება 141 ევრო.

და თუ მაინც გადაწყვიტეტ ჯავშნის გაუქმება დააჭირეთ ღილაკს (Cancel your booking) და დაეთანხმეთ მოთხოვნას.


უფრო დეტალურად იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია


გისურვებთ წარმატებას.

2,018 views0 comments

Recent Posts

See All

Коментарі


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page