top of page

THRILLIST-მა საქართველო ევროპის საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა

  • Writer: Admin
    Admin
  • Oct 17, 2019
  • 1 min read

ამერიკულმა ონლაინ-ჟურნალმა thrillist.com-მა ევროპის კონტინენტის 48 ქვეყანა მათი სამზარეულოების მიხედვით დააჯგუფა. საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნად ვებ-გვერდმა იტალია დაასახელა, მეოთხე ადგილი კი საქართველოს მიაკუთვნა.  ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება - იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო და გერმანია. 

საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი წერს: 

“საქართველო ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ქართული სამზარეულოს გამორჩეული თავისებურებაა მრავალფეროვანი  სუნელების კომბინაცია, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ქართული სამზარეულო გამოირჩევა მკვეთრი, მაგრამ დაბალანსებული გემოებით.” 

ვებ-გვერდის შეფასებით, ქართული სამზარეულოს კულმინაციას ხაჭაპური წარმოადგენს. ასევე გამორჩეული კერძებია ხინკალი, ჩახოხბილი, ტყემალი, ჩაქაფული, კუჭმაჭი და სხვა.

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page