ფესტივალი, რომელიც სექტემბრის თვეში იწყება, 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ოქტომბრის პირველ კვირა დღემდე გრძელდებ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია და მას ყოველწლიოურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება.
ფესტივალი, როგორც წესი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება, თუმცა, წვეულების გამორჩეული მასპინძელი მაინც მიუნხენია, რადგან სწორედ ამ უკანასკნელში დაედო საფუძველი „ოქტომბერფესტ“-ს, 1810 წლის 12 ოქტომბერს, ბავარიის პრინც ლუდვიგისა და პრინცესა ტერესას ქორწილში.
ლუდის და „აპეტაიზერების“ მოყვარულთათვის ეს ფესტივალი მიწიერი სამოთხეა! სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, იხარშება 5.8-6.3 გრადუსის სიძლიერის ლუდი, რაც ლუდის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია! გარდა ლუდის უნიკალური სახეობებისა, ფესტივალს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები აძლევენ ხიბლს. ფესტივალი, რომელიც ბავარიული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად სახელდება, ზეიმით, გართობითა და რაღა თქმა უნდა ლუდის თანხლებით მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის უამრავი თაყვანისმცემელი სტუმრობს.
ამ დღისათვის საფესტივალო ქალაქი სპეციალურად ემზადება: ირთვება ქუჩები და ფესტივალისათვის სპეციალურად მიჩნეული ტერიტორია, დამატაბით მონტაჟდება ატრაქციონები, მზადდება ტრადიციული საკვების ნაირსახეობა, როგორიცაა: Hendl–ი (წიწილა),Schweinebraten–ი (ღორის შემწვარი ხორცი), Schweinshaxe (გრილზე შემწვარი შებოლილი ხორცი), Steckerlfisch–ი (გრილზე შემწვარი თევზი), Würstl (სოსისი),Weisswurst–ი (ე.წ. თეთრი ძეხვი), Reiberdatschi (კარტოფილის ღვეზელი), Sauerkraut–ი (წითელი კომბოსტო) და სხვა. ამ ყოველივეს, კი უზღვავი რაოდენობისა და ნაირსახეობის, გერმანული წარმოების ლუდი ახლავს. მაგალითად 2007 წლის – „Oktoberfest“–ის ფესტივალზე, რომელიც ტრადიციულად 16 დღე გაგრძელდა, 7 მილიონი ლიტრი გერმანული ლუდი იქნა რეალიზებული.
Comments