პირველ რიგში ვინ არ იცით, თუ როგორ შეიძინოთ ბილეთი wizzair.com_ზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ,,ყველაფერი ვიზეარის შესახებ''.
შემდეგ პოსტში ავხსნი, თუ როგორ გაიაროთ უფასოდ რეგისტრაცია, ზემო ხსენებულ საიტზე. ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ თქვენს გვერდზე, რეგისტრირებული ელ. პოსტით და პაროლით.
შესვლის შემდეგ გამოჩდება თქვენი შემდეგი რეისის ინფორმაცია. მაგალითისთვის განვიხილავ ბუდაპეშტი - ქუთაისის მიმართულებით რეისს. P.S გაითვალისწინეთ, უფასო რეგისტრაციას შეძლებთ გამგზავრებამდე მხოლოდ 48 საათით ადრე, სხვა შემთხვევაში რეგისტრაცია ფასიანია. დააკლიკეთ ღილაკს ,,ჯავშნის ნახვა''
და შემდეგ ,,რეისზე რეგისტრაციის დაწყება''
პირველ ეტაპზე გამოჩდება რეისზე დასარეგისტრირებელი მგზავრების სია და დააკლიკეთ ღილაკს ,,შემდეგი''
შემდეგი ეტაპია ადგილების შერჩევა.
თუ ადგილს არ აირჩევთ, რეისზე უფასო რეგისტრაციის გავლას შეძლებთ გამგზავრებამდე მხოლოდ 48 საათით ადრე, ხოლო რეისზე რეგისტრაციისას მოგენიჭებათ ერთ-ერთი დარჩენილი ადგილი. (სასურველი ადგილის შერჩევა ფასიანია)
დადასტურების შემდეგ გამოტანილ ფანჯარაში აირჩიეთ ,,ამ მზავრებისთვის ადგილების მინიჭება შემთხვევითობის პრინციპით, რეისზე რეგისტრაციის შემდეგ''
შემდეგი ეტაპი დამატებით სერვისების შერჩევაა, თუ გსურთ ბარგის დამატება ან სხვა ნებისმიერი სახის სერვისი, რომელიც საიტზეა ჩამოთვლილი, შეგიძლიათ დაამატოთ წითლათ აღნიშნულ გრაფაზე დაკლიკებით ,,დამატება''. ხოლო თუ არ გსურთ გადადით სამგზავრო დოკუმენტების შევსების ეტაპზე.
შეავსეთ ყველა ველი, მგზავრების პასპორტის მონაცემების მიხედვით და გადადით მონაცემების დადასტურებაზე. კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ თქვენს მიერ შეყვანილი მგზავრების მონაცემები და ამის შემდეგ დააკლიკეთ ღილაკს ,,მიღება და რეისზე რეგისტრაცია''.
შემდეგ ეტაპზე გაეცანით აკრძალული ნივთების ჩამონათვალს რომლის ატანაც დაუშვებელია ბორტზე.
ამ ყველაფრის შემდეგ დაასრულეთ ჯავშანი და ჩამოტვირთეთ თქვენი ჩასხდომის ბარათები.
Comments