top of page

თუ ბარგი დაგიკარგეს, აერიათ ან დააზიანეს!

Writer's picture: AdminAdmin

როგორ უნდა მოვიქცეთ ავიაბარგის დაკარგვისას და რა უჯდებათ ავიაკომპანიებს ზარალის ანაზღაურება - საჭირო ინფორმაცია მგზავრებისთვის

თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ყო­ველ­წლი­უ­რად პლა­ნე­ტის მას­შტა­ბით სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტით ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს.

სა­ა­ვი­ა­ციო ტრან­სპორ­ტის შე­უ­ფერ­ხე­ბელ მუ­შა­ო­ბას და მგზავ­რე­ბის კომ­ფორ­ტს მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. ერთ-ერთი მათ­გა­ნის "მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლას" შე­უძ­ლია თქვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცი­ოს. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა ბარ­გის და­კარ­გვაა. სტა­ტის­ტი­კუ­რად, ყო­ველ­წლი­უ­რად ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 22-24 მი­ლი­ონ ერ­თე­ულ ბარ­გს კარ­გა­ვენ. მათ­გან 800-850 ათა­სი ჩან­თა და ჩე­მო­და­ნი სა­მუ­და­მოდ ქრე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ბარ­გის ერთ ერ­თე­ულ­ზე გა­დახ­დი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა 1134 ევ­რო­თი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბარ­გის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის სა­ხით ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა თით­ქმის 1 მი­ლი­არ­დამ­დე დო­ლა­რი გა­ი­ღეს. ფი­ნან­სურ ზა­რალ­თან ერ­თად, ბარ­გის და­კარ­გვა უარ­ყო­ფი­თად ავი­ა­კომ­პა­ნი­ის იმიჯ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

ყვე­ლა­ზე ხში­რად ბარ­გი ტრან­ზი­ტუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბი­სას იკარ­გე­ბა. აე­რო­პორ­ტის პერ­სო­ნალ­მა თქვე­ნი ჩე­მო­და­ნი შეც­დო­მით შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა თვითმფრი­ნავ­ში გა­ამ­წე­სოს. ან სუ­ლაც მისი ლა­ი­ნერ­ზე დატ­ვირ­თვა და­ა­ვი­წყდეს. მგზავ­რე­ბის უწყვე­ტი ნა­კა­დი და ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი თა­ვის "შავ საქ­მეს" აკე­თებს. ბარ­გს ადა­მი­ა­ნე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ადა­მი­ანს კი შეც­დო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ბარ­გის და­კარ­გვა მგზავ­რის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნაა.

რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, თუ აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბის შემ­დეგ, კუთ­ვნი­ლი ბარ­გი არ დაგ­ვხვდა?


უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მი­მარ­თეთ აე­რო­პორ­ტში არ­სე­ბულ და­კარ­გუ­ლი ნივ­თე­ბის მო­ძი­ე­ბის ოფისს, ე.წ Lost&Found-ს. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­კე­ტის შევ­სე­ბაა. აქ თქვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ტა­ლუ­რად უნდა აღ­წე­როთ და­კარ­გუ­ლი ჩან­თის ან ჩე­მოდ­ნის ფერი, ზომა, ფორ­მა, მისი მარ­კა და მწარ­მო­ე­ბე­ლი (თუ გახ­სოვთ, რა თქმა უნდა), მა­სა­ლა, რომ­ლის­გა­ნაც ის არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. შე­ე­ცა­დეთ, აღ­წე­რა­ში შე­ი­ტა­ნოთ ინ­ფორ­მა­ცია თქვენს და­კარ­გულ ბარ­გზე ბორ­ბლე­ბის და სა­ხე­ლუ­რე­ბის გან­ლა­გე­ბის და რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ. ყვე­ლა ეს ნი­უ­ან­სი ავი­ა­კომ­პა­ნი­ას თქვე­ნი ბარ­გის მო­ძი­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ასე­ვე მი­უ­თი­თეთ სა­პას­პორ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი ავი­ა­რე­ი­სის შე­სა­ხებ და საჭ­დის (ე.წ "ბირ­კის") ნო­მე­რი. ამ პა­ტა­რა ქა­ღალდს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ავი­ა­რე­ის­ზე მგზავ­რის და ბარ­გის რე­გის­ტრა­ცი­ი­სას ერთი საჭ­დე მგზავრს ეძ­ლე­ვა. ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის (ინ­ფორ­მა­ცია ბარ­გის მფლო­ბელ­ზე და რე­ი­სი, რომ­ლი­თაც ის მი­ემ­გზავ­რე­ბა) მე­ო­რე საჭ­დეს კი ბარ­გზე აწე­ბე­ბენ.

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში Lost&Found-ის თა­ნამ­შრო­მელს არ მის­ცეთ თქვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი და­კარ­გუ­ლი ბარ­გის ორი­გი­ნა­ლი საჭ­დე. თქვენ ის შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დაგ­ჭირ­დეთ.

ბარ­გის და­კარ­გვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი, ჩან­თა­ზე ან ჩე­მო­დან­ზე დაკ­რუ­ლი საჭ­დის აძ­რო­ბაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ თავი აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ად­გილ­ზე, რომ­ლის ხელ­შიც ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ჩან­თა ხვდე­ბა. ასე­თი ბარ­გი ავ­ტო­მა­ტუ­რად Lost&Found-ის ოფის­ში იგ­ზავ­ნე­ბა. ბევ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია და­კარ­გუ­ლი ბარ­გის მო­ძი­ე­ბის­თვის მსოფ­ლიო სის­ტე­მა World Tracer-ს იყე­ნებს.

თქვე­ნი ჩან­თის უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, ავი­ა­კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია ზა­რა­ლი აგი­ნა­ზღა­უ­როთ. სქე­მა მარ­ტი­ვია - 20 დო­ლა­რი ბარ­გის ერთ კი­ლოგ­რამ­ში, გა­ნურ­ჩევ­ლად თქვენს ჩან­თა­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა. თუ თან­ხა არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, კა­ნო­ნი გაძ­ლევთ უფ­ლე­ბას, მი­მარ­თოსა­სა­მარ­თლოს. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩან­თა­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის არ­სე­ბო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ.

ხში­რად კომ­პენ­სა­ცი­ის ვადა და მო­ცუ­ლო­ბა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამე­რი­კუ­ლი Delta Air Lines-ი სა­კუ­თარ მგზავ­რებს პირ­ველ დღეს 50 დო­ლარს უხ­დის. თუ ბარ­გი პირ­ველ კვი­რა­ში არ მო­ი­ნა­ხა, ავი­ა­კომ­პა­ნია და­მა­ტე­ბი­თად 150 დო­ლარს იხ­დის.

და­კარ­გულ ბარ­გს 21 დღე ეძე­ბენ. ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ თქვე­ნი ჩან­თა სა­მუ­და­მოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა და დგე­ბა დრო, რომ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­ახ­სე­ნოთ.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მგზავრს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან გა­ძარ­ცვუ­ლი ჩან­თა უბ­რუნ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ბრა­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ეკის­რე­ბა. მგზავ­რმა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ოფისს უნდა მი­მარ­თოს და და­კარ­გუ­ლი ან მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა უნდა და­ურ­თოს. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გაჭ­რი­ლი ან გა­ხე­უ­ლი ბარ­გი იდე­ა­ლუ­რი ნივთმტკი­ცე­ბა იქ­ნე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ ავი­ა­კომ­პა­ნია კომ­პენ­სა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბას და­ი­ან­გა­რი­შებს.


რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რომ ბარ­გის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ:

- შე­არ­ჩი­ეთ მარ­შრუ­ტი გა­დაჯ­დო­მის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით;

- გა­ა­კონ­ტრო­ლეთ საჭ­დის და­წე­ბე­ბა თქვენს ბარ­გზე;

- მო­ე­რი­დეთ ბარ­გში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის ჩა­ლა­გე­ბას; შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ატა­რეთ ისი­ნი ხელ­ბარ­გით;

- და­ა­ზღვი­ეთ ბარ­გი;

- აუ­ცი­ლებ­ლად აა­ხი­ეთ თქვე­ნი ბარ­გი­დან წინა ავი­ა­რე­ი­სე­ბი­დან დარ­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი საჭ­დე­ე­ბი;

- შე­ფუ­თეთ ბარ­გი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კით. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ამ­ცი­რებს თქვე­ნი ჩან­თის გახ­სნის ალ­ბა­თო­ბას.



გისურვებთ წარმატებას! ...

23 views0 comments

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page