top of page

რატომ არის აკრძალული ტელეფონის გამოყენება ფრენისას?

Writer's picture: AdminAdmin

თუ თვითმფრინავით გიფრენიათ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ფრაზა, რომლითაც აფრენამდე ტელეფონების გამორთვას, ან მათ ფრენის რეჟიმში გადაყვანას გთხოვენ. მაგრამ, რატომ?

როდესაც ზარის მიღებას ან წამოწყებას ცდილობთ თქვენი მობილური ტელეფონი კავშირგაბმულობის ყველაზე ახლო ანძას უკავშირდება. თეორიულად ამან, შესაძლოა, თვითმფრინავის სისტემებზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი, შესაძლოა, მაშინ იყოს, როდესაც 100 ან მეტი მგზავრის მობილური სატელეფონო ანძებთან დაკავშირებას ერთდროულად ცდილობს.

ისიც უნდა ითქვას, რომ თუ 9 კილომეტრის სიმაღლეზე თქვენი ტელეფონის ქსელს ჩართულს დატოვებთ, დიდი ალბათობით, არც არაფერი მოხდება. დღემდე არ დაფიქსირებულა არც ერთი პრეცენდენტი, როდესაც მობილურებმა რაიმე სახიფათო შემთხვევა გამოიწვიეს. რისკი მინიმალურია, თუმცა, ავიაკომპანიებს და აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ თავი მაქსიმალურად დაიზღვიოს.

მობილურ ტელეფონებს ურთერთქმედების გამოწვევის პოტენციალი მაშინაც აქვთ, როდესაც თქვენ მათ აქტიურად არ იყენებთ. სწორედ ამიტომ გთხოვენ თვითმფრინავში ტელეფონის გამორთვას (ან ფრენის რეჟიმში გადაყვანას) იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მის გამოყენებას არ აპირებთ.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავებში Wi-Fi უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, შესაბამისად, მალე, ფრენისას იმეილების შემოწმება და იუთუბის თვალიერება პრობლემა აღარ იქნება.

რა თქმა უნდა, თვითმფრინავიდან Wi-Fi-ს საშუალებით ზარების განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. თუმცა, გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც, წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელშიც ათეულობით ადამიანი ტელეფონზე ერთდროულად საუბრობს. ეს სასიამოვნო გამოცდილება ნამდვილად არ იქნება.

20 views0 comments

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page