top of page

Ryanair საქართველოში შემოდის

Writer's picture: AdminAdmin

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair, საქართველოში შემოდის. ხელშეკრულებას, დღეს, 21 აგვისტოს, ხელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დაახლოებით, 2 თვის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემაც გააკეთა განცხადება. როგორც მაშინ აღინიშნა, საუბარი თბილისისა და ქუთაისიდან აეროპორტებიდან ფრენების შესრულებაზე მიმდინარეობდა.

Ryanair ირლანდიაში, დუბლინში, 1984 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მხოლოდ უოტერფორდიდან ლონდონის მიმართულებით ასრულებდა რეისებს. დღეს კი ავიაკომპანია, მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და 13 000 თანამშრომელი ჰყავს.

საქართველოსა და Ryanair-ს შორის მოლაპარაკებები, დაახლოებით,  2 წლის წინ დაიწყო. 2020 წლის ბოლომდე ჯამში 12 ახალ პირდაპირ მიმართულებას დაამატებს. მთავრობის ინფორმაციით, Ryanair-ი პირველ ეტაპზე მხოლოდ სამი მიმართულებით (მილანი, მარსელი, ბოლონია) აპირებდა ფრენების დამატებას, თუმცა, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ 2020 წლის აპრილში კიოლნის რეისიც დაემატება. თბილისი-მილანის, ქუთაისი-მარსელის და ქუთაისი-ბოლონიის ბილეთები ოფიციალურ საიტზე უკვე იყიდება - მილანის მიმართულებით პირველი ფრენა 6 ნოემბერს შესრულდება, მარსელის მიმართულებით - 7 ნოემბერს, ხოლო ბოლონიის მიმართულებით - 9 ნოემბერს. Ryanair-ი თბილისიდან მილანის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ იფრენს. 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება. ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებით Ryanair-ის რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ბოლონიაში 1 გზის ფასი 10 ევროდან, ხოლო მარსელის მიმართულებით, 27 ევროდან იწყება.


11 views0 comments

Comentarios


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page