top of page

Europcar - ავტომობილის დაქირავება

Writer's picture: AdminAdmin

Updated: Jun 7, 2018

თუ მოგზაურობის დროს გადაწყვიტეთ ავტომობილის დაქირავება, შემდეგ პოსტში აგიხსნით თუ როგორ გააკეთოთ წინასწარ ჯავშანი. მაგალითისთვის განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავრცელებული კომპანია Europcar - ი, რომელიც დაარსდა 1949 წელს ქალაქ პარიზში და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კურირებს, მათ შორის საქართველოშიც.


ავტომობილის შერჩევა

პირველ რიგში ვეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდს Europcar -ს. ავტომობილის დასაჯავშნად რეგისტრაციის გავლა არ არის სავალდებულო.

შეარჩიეთ სასურველი დანიშნულების ადგილი, ამ შეთხვევაში Memmingen, ავტომობილის დაბრუნების ადგილიც იგივე. აყვანის თარიღი 30 მაისი, ხოლო დაბრუნების 6 ივნისი. P.S გაითვალისწინეთ რაც მეტია დაქირავების დღეების რაოდენობა მით ნაკლები იქნება ავტომობილის მთლიანი ღირებულება.

სისტემამ ავტომატურად დაალაგა ავტომობილები დაბალი ფასიდან. თუ თქვენ არ გსურთ რომელიმე კონკრეტული ავტომობილის დაჯავშნა, მაშინ შევარჩიოთ ყველაზე ეკონომიური და პრაქტიკული ავტომობილი VW POLO რომლის სრული ღირებულებაც ერთი კვირის განმავლობაში შეადგენს 165.27 ევროს ( გაითვალისწინეთ ადგილზე შესაძლოა სხვა ტიპის მანქანა დაგახვედრონ, მზგავსი კატეგორიის ან უფრო უკეთესი ). სხვა ავტო გამქირავებელ კომპანიებისგან განსხვავებით, რაც Europcar-ს აქვს ეს არის გარბენის შეზღუდვა 2,100 კმ_მდე. ანუ მთელი დაქირავების პერიოდში თქვენ შეგიძლიათ 2,100 კმ გაიაროთ, ხოლო დამატებით ყოველი კილომეტრის საფასური შეადგენს 0.20 ევროს. რაც შეეხება საწვავს კომპანია გატანთ ავტომობილს სავსე ავზით და შესაბამისად სავსე ავზით ხდება ავტომობილის დაბრუნება.


დამატებით სერვისი

როგორც ფოტოზე ხედავთ შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ სასურველი სერვისი ავტომობილთან ერთად წინასწარ.

თუ არ გსურთ რომელიმე სერვისის გააქტიურება მაშინ გადადით შემდეგ ეტაპზე

CHECK OUT და სისტემაში შესვლის გარეშე Continue as guest


მძღოლის მონაცემები

შეავსეთ ყველა ცარიელი ველი:

1. First name* - სახელი

2. Last name* - გვარი

3. Date of Birth* - დაბადების თარიღი

4. Email* - მეილი

5. Confirm email* - გაიმეორეთ მეილი

6. Phone number* - მობილურის ნომერი


გადახდის დეტალები

ბოლო ეტაპი უკვე ბარათის მონაცემების შევსებაა, გაითვალისწინეთ რომ წინასწარ არ გიწევთ არანაირი თანხის გადახდა. ( გადახდა ხდება მხოლოდ ადგილზე იმავე ბარათის მეშვეობით, რა ბარათის მონაცემებსაც შეიყვანთ )

აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ! ბარათი არ უნდა იყოს ვიზა ელექტრონი. რადგან სადეპოზიტო თანხას, რომელსაც ითხოვენ 300 ევროს ოდენობით, გაყინვის შემთხვევაში ვიზა ელექტრონ ბარათზე არ მოქმედებს. ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ მასტერქარდი ან სხვა ტიპის ბარათი.


ავსებთ მხოლოდ ბარათის ნომერს და მოქმედების ვადას. მას შემდეგ რაც დაასრულებთ ყველა ველის შევსებას, დაასრულეთ ჯავშანი PAY AT PICK UP და მითითებულ მეილზე მიღებული ჯავშნის კოდი ამობეჭდეთ, რომელიც ავტომობილის აყვანის დროს უნდა წარადგინოთ.

გაითვალისწინეთ კომპანია ითხოვს ბარათზე არსებულ დეპოზიტს 300 ევროს ოდენობით. ანუ თქვენს მიერ შეყვანილ ბარათზე, ავტომობილის აყვანის დროს უნდა იყოს 165.27 ევროს გარდა დამატებით 300 ევრო, რომელიდ დაგებლოკებათ დროებით ( ავტომობილის დაბრუნებამდე )


დაზღვევა

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილის დაზღვევაა, ავტო გამქირავებელი დაზღვევის გარეშე ავტომობილს არ გაგატანთ და ადგილზე ძალიან დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ. ამიტომ მზგავს პრობლემას რომ არ გადააწყდეთ დაზღვევა გააკეთეთ წინასწარ შემდეგნაირად.

ვარიანტი 1

დამატებით სერვისის არჩევის დროს აირჩიეთ საქარე მინის, ფარების და საბურავების დაცვა ( Windscreen, lights and tire protection )

ვარიანტი 2

გამოიყენეთ დაზღვევის მაღალი პაკეტის შემცველი კომპანია rentalcover.

PS. ვარიანტი 1_ის გამოყენების შემთხვევაში თავად ავტო გამქირავებელი კომპანია აანაზღაურებს ზარალს, ხოლო ვარიანტი 2_ის გამოყენებით თქვენ უხდით ავტო გამქირავებელს მიყენებული ზარალს და ამის შემდეგ Rentalcover_ი გირიცხავთ თქვენ დახარჯულ თანხას.

ცარიელ ველში მიუთითეთ იმ ქვეყნის დასახელება საიდანაც ავტომობილის აყვანას აპირებთ, ამ შემთხვევაში გერმანია და პერიოდი.

შეავსეთ ყველა ცარიელი ველი.

1. Email - მეილი

2. Full Name - სრული სახელი და გვარი

3. Age - ასაკი

4. Mobile - მობილურის ნომერი

5. Cardholder's Name - ბარათის სახელი

6. Card Number - ბარათის ნომერი

7. Card Expiry Date - მოქმედების ვადა

8. Card Security Code - დამცავი კოდი

და დაასრულეთ სადაზღვეო ბარათის შეძენა ( Buy Now ) .

შემდეგ შეამოწმეთ მითითებული მეილი, ამობეჭდეთ მიღებული შეტყობინება და წარადგინეთ ავტომობილის აყვანის დროს.

7 დღის განმავლობაში, თქვენს განკარგულებაში იქნება ავტომობილი ჯამში 215.47 ევროდ



გისურვებთ წარმატებას.

210 views0 comments

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page