ირლანდიური კომპანია ryanair რომელი კურირებს მსოფლიოს 36 ქვეყანაში, აქვს 87 ზე მეტი ბაზა ევროპის ტერიტორიაზე და 2,000 ზე მეტი მარშრუტი ყოველდღიურად. კომპანიის მფლობელობაშია Boeing 737-700 და Boeing 737-800
“რაინეარი” ერთ-ერთი იაფი და სწრაფი საშუალებაა ევროპის ქვეყნებს შორის გადასაადგილებლად.
შემდეგ პოსტში განვიხილავ თუ როგორ დაჯავსნოთ ავიაბილეთ ryanair.com ზე.
რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაცია მარტივია, სისტემაში შესვლის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფეისბუქის ან გუგლის ანგარიში.
ბილეთის დაჯავშნა
სისტემაში შესვლის შემდეგ შეარჩიეთ სასურველი მიმართულება, თარიღი და მგზავრის რაოდენობა. მაგალითისთვის განვიხილოთ ბრიუსელი - ვარშავა, 30 მაისი, 1 მგზავრი, ( ერთი მიმართულება )
სისტემა გვიჩვენებს რომ შერჩეულ თარიღზე სრულდება ორი რეისი განსხვავებული დროით და ტარიფით. ჩვენ შემთხვევაში ავირჩიოთ 9.99 ევროს ღირებულების ბილეთი.
( ფასში შედის ხელბარგი მაქსიმუმ 10კგ. ზომით 55 x 40 x 20 სმ-ს და დამატებით მცირე ზომის ნივთი, ფოტოკამერა ან ლეპტოპი რომლის ზომა არ აღემატება 35 x 20 x 20 სმ-ს )
შემდეგი ეტაპი ადგილის არჩევაა. თუ თქვენ არ გსურთ დამატებით თანხის გადახდა სასურველი ადგილის შერჩევისას, შეგიძლიათ დააკლიკოთ ფოტოზე ისრით ნაჩვენებ ადგილას და გამოტოვოთ წინასწარი ადგილის დაჯავშნის ფუნქცია.
( მგზავრის რეგისტრაციის დროს კომპანია ავტომატურად მიანიჭებს თქვენს ბილეთს თავისუფალ ადგილს )
შემდეგი ეტაპი არის მგზავრის მონაცემების შევსება და თანხის გადახდა.
1. Title - სქესი
2. First name - სახელი
3. Surname - გვარი
4. Email address - ელ. ფოსტა
5. Mobile phone number - მობილურის ნომერი
6. Card number - ბარათის ნომერი
7. Card type - ბარათის ტიპი
8. Expiry - მოქმედების ვადა
9. Security code - დამადასტურებელი კოდი (CVC2/CVV2 Code)
10. Billing address - ბარათზე არსებული ბანკის მისამართი
11. City - ქალაქი
12. Postcode/ZIP code - ბანკის საფოსტო ინდექსი (მითითებულია ბარათის უკანა მხარეს )
13. Country - ქვეყანა
და დაასრულეთ ყიდვა Pay Now ღილაკზე დაჭერით
მეილზე მიღებული ელექტრონული ბილეთი ამობეჭდეთ და წარადგინეთ აეროპორტში რეგისტრაციამდე 2 საათით ადრე (რეგისტრაცია უფასოა)
Comentarios