top of page

10 ყველაზე ლამაზი ქალაქი ევროპაში

Writer's picture: AdminAdmin

მსოფლიოში არსებობს უამრავი უჩვეულო და ულამაზესი ადგილები, ქალაქები, სოფლები, რომლის ნახვაც ყველა ჩვენგანის სურვილია. შემდეგ პოსტში წარმოგიდგენთ ევროპის 10 ულამაზეს ქალაქს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.


1. ბრიუგე

ქალაქი ბელგიაში, დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შუასაუკუნეების მომაჯადოებელი ქალაქი, სადაც არაფერი იცვლება საუკუნეების განმავლობაში. ულამაზესი სახლები, გოთიკური ტაძრები, სამრეკლოები, მწვანე მცხენარეებშ გახვეული ხიდები და არხები თქვენს გამოცებას ნამდვილად შეძლებენ. ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. ღამის ბრიუგე - სრულიად სხვა ქალაქია. ლამპიონების  ჯადოსნურ შუქზე პატარა ვიწრო ქუჩები, სახლები არხების ანარეკლში რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის და ბედნიერების შეგრძნებას გაძლევს. ერთადერთი, რაც ქალაქის სიმშვიდეს არღვევს ეს არის ტურისტები.


2. პრაღა

ჩეხეთის დედაქალაქი და ევროპის ისტორიული ქალაქი, რომელიც უკვე საუკუნეებს ითვლის, თავისი   კულტურული მემკვიდრეობით იზიდავს მილიონობით ტურისტს. გოთიკური არქიტექტურა და უძველესი მოედნები, ცნობილი ლუდსახარში სახლები, საფირმო ჩეხური ლუდი და შობის დღესასწაულის აღნიშვნის უნიკალური ტრადიცია. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. პრაღის უძველესი უბნები, მდინარე ვლტავის ორივე მხარესაა განლაგებული. მათ ერთმანეთთან რამდენიმე ლამაზი და ისტორიული ხიდი აკავშირებს


3. ვენეცია

ხიდების, არხების, ნიღბების და სიყვარულის ქალაქი –  ყველაფერი ეს ვენეციაა, რომელმაც რამდენიმე საუკუნის წინ მოიპოვა მსოფლიოს  ულამაზესი ქალაქის წოდება და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს. მუსიკის, თანამედროვე ხელოვნების და მდიდრული კარნავალების ცენტრად ქცეული “ქალაქი წყალზე” ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც საუკუნეების წინ.  ავტომობილის ფუნქცია ბორანებსა და გონდოლებს აქვს შეთავსებული და სხვა გადაადგილების საშვალებას ვერ შეხვდებით. ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 118 კუნძულზე


4. როტენბურგ ობ დერ ტაუბერი

ულამაზესი პატარა ქალაქი გერმანიაში, რომელიც განთავსებულია მიუნხენსა და ფრანკფურტს შორის. იგი ცნობილია შუა საუკუნებიის არქიტექტურითა და მე-14 საუკუნეში აშენებული ქალაქის კედლით. ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის შედის 1270 წელს აშენებული სახელოსნოც. დღეს ის მუზეუმადაა ქცეული და 11 ოთახისგან შედგება . უოლტ დისნეიმ ამ ქალაქის პეიზაჟები "პინოქიოს" გადასაღებად გამოიყენა.


5. რომი

მარადიული ქალაქი - რომი, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. უძლეველი რომი დღემდე ინახავს ისტორიას და ყველა იმ ფასეულობის სიმბოლოა, რითაც ევროპული ცივილიზაცია ამაყობს. მათ შორის კოლიზეუმი, ძველრომაული ამფითეატრი და რომის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი. ქალაქი, სადაც გამუდებით რომანტიკის სურნელი ტრიალებს და რის გამოც იქ უამრავი წყვილი მოგზაურობს.


6. პარიზი

მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქი და ტურისტების უსაყვარლესი ადგილი. ელეგანტური და მდიდრული, სამზარეულოთი და მოდით ცნობილი პარიზი,  ევროპის ქალაქებს შორის თავისი ცხოვრების სტილითაც გამოირჩევა. ხიდები, გრანდ ბულვარები, მონუმენტური მოედნები, შესანიშნავი ძეგლები, მომხიბლავ ქუჩებში ეს გამოსახულებები ადასტურებენ, რომ ის ნამდვილად ყველაზე უფრო ელეგანტური და დახვეწილი ქალაქია. იგი შთაგონებულია პრაქტიკულად მსოფლიოს მთავარ დედაქალაქად.

7. ვენა

ავსტრიის დედაქალაქი ვენა არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. აქ რომაულ ლეგიონებსაც გაუვლიათ და ბარბაროსებსაც, რომლებიც მოგვიანებით რაინდებმა შეცვალეს. ერთ დროს ვენასთან შეაჩერეს მონღოლების ურდოები, აქ დაამარცხეს ოსმალები. დღეს კი ვენა არის ვალსის, ხელოვნების, გალერეების, მუზეუმებისა და დახვეწილი პარკების ქალაქი. მოკლედ, ვენა დამსახურებულად მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და საინტერესო ქალაქად


8. ბერნი

ბერნი განთავსებულია შვეიცარიის შუაგულში. იგი მსხვილი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქის იერისათვის დამახასიათებელია თაღებისა და შადრევნების სიმრავლე, რომელთა უმეტესობა მე-16 საუკუნეშია შექმნილი. შადრევნების რაოდენობა 100 აღემატება. ბერნის მთავარ ღირსშესანიშნაობად მე-12 საუკუნის სამრეკლო ითვლება, რომელიც ძველად დასავლეთის კარიბჭეს წარმოადგენდა. შენობის აღმოსავლეთ ფასადს მე-16 საუკუნის ცნობილი საათი ამშვენებს., რომელიც არამარტო დროს, არამედ კვირის დღეს, თვეს, ზოდიაქოს ნიშანსა და მთვარის ფაზას უჩვენებს. ყოველ საათს მამალი ყივის და ეწყობა დათვებისა და ზღაპრული არსებების ფიგურების ჩვენება. ეს ქალაქი ასევე ყველაზე აყვავებულ ქალაქად ითვლება. გაზაფხულზე აქ იმართება ყვავილების ბაზრობა-ფესტივალები. ბერნი იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა სიაშია შეტანილი


9. ალესუნდი

ალესუნდი - ქალაქი დასავლეთ ნორვეგიის სანაპიროზე. მსოფლიოაში ერთ-ერთი შემორჩენილი ქალაქი, რომელიც აგებულია არტ-ნუვოს სტილში.


10. დუბროვნიკი

ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ეს ქალაქი შუა საუკუნეებშია აშენებული და მისი ისტორიული დანიშნულება საზღვაო ვაჭრობაში მონაწილეობა იყო. დუბროვნიკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მისი ძველი ნაწილი, ანუ ძველი დუბროვნიკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.  აქ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის არის გადაადგილება ნებადართული. დუბროვნიკი სწორედ რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და ტურისტებისთვის სასურველი ქალაქის სტატუსით სარგებლობს


1,693 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page