ბუდაპეშტი უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია. ბუდაპეშტი, ისევე როგორც მთლიანად უნგრეთი, მდიდარია მინერალური და თერმალური წყლებით. აქ რამდენიმე ცნობილი აბანოა განთავსებული, რომელიც დღის განმავლობაში დამსვენებლებს ემსახურება, ხოლო საღამოს კი ახალგაზრდების გართობისა და თავშეყრის ადგილად გადაიქცევა. აქ დასვენება არც ისე ძვირი დაგიჯდებათ, ევროპის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით.
შემდეგ პოსტში აგიხსნით თუ რა მნიშვნელოვანი სანახაობის ნახვა შეძლოთ ბუდაპეშტში 48 საათის განმავლობაში.
დღე პირველი
ტური დაიწყეთ ქალაქის მთავარი ბაზრით ( Central Market Hall ), სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უამრავი სახეობის ჩირი, სხვადასხვა ტკბილეულობა და უგრულული სამზარეულოს გაუსინჯოთ გემო, ცენტრალური ბაზრიდან გზა ქალაქის მთავარ და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვაცის ( Váci utca ) ქუჩაზე გაგიყვანთ. ჩრ.აღმოსავლეთით გზის გაგრძელებით შეხვდებით წმ. სტეფანეს ტაძარს ( St. Stephen's Basilica ), ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ბაზილიკა ნეო-რენესანსული პერიოდის ნაგებობას წარმოადგენს და ის მეორე ყველაზე მაღალი შენობაა მთელ ბუდაპეშტში. ბაზილიკის ზომები რომ აღიქვათ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ წირვის დროს მას 8500 ადამიანის დატევა შეუძლია. ბაზილიკის მშენებლობა 1851 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა.
შემდეგი მთავარი სანახაობა და ქალაქის სიმბოლო ბუდაპეშტის პარლამენტი და კოშუტის მოედანია ( Hungarian Parliament Building ). გოთიკური სტილის შენობა ბუდაპეშრტის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. აშენების მომენტში შენობა მსოფლიოში ყველაზე დიდ საპარლამენტო ნაგებობას წარმოადგენდა. პარლამენტის გუმბათი შენობის ცენტრალური ნაწილია, რომლის გარშემოც განთავსებულია უნგრეთის 16 მეფის ქანდაკება. უნგრეთის სამეფო ძვირფასეულობა და 1000 წლიანი სამეფო გვირგვინიც ზუსტად ამ დარბაზში ინახება. შენობა სიგრძეში 268 მეტრია, მისი კორიდორები კი ჯამში 20 კილომეტრზეა გადაჭიმული. გუმბათის სიმაღლე 96 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტი ყველაზე მაღალი შენობაა მთელ ბუდაპეშტში. უნგრეთის პარლამენტის შენობის მცირე დარბაზის მონახულება შესაძლებელია სრულიად უფასოდ სპეციალური რიგის საშუალებით. ხოლო სრული დათვალიერებისთვის უნდა შეუერთდეთ სპეციალურად ორგანიზებულ ტურებს ყოველდრიურად დილის 10, 12 და 2 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ინტერნეტის საშუალებით.
უნგრეთის პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრში, 60 წყვილი ძველმოდური რკინის ფეხსაცმელებისგან შექმნილი მონუმენტია განლაგებული. ექსპოზიციის უკან 40 მეტრიანი ქვის სკამი დგას უნგრულ, ინგლისურ და ებრაულ ენებზე წარწერით: "ფაშისტური პარტია" ჯვარედინი ისრების მოხალისეების მიერ დახვრეტილ მსხვერპლთა პატივსაცემად." მონუმენტი სახელწოდებით "ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე" 1944-45 წლებში დახვრეტილი უნგრელი ებრაელების მემორიალია.
შემდეგი მთავარი ქალაქის სიმბოლო ჯაჭვის ხიდია ( Chain Bridge ), ხიდი პირველი პერმანენტული კონსტრუქცია იყო, რომელიც გადებულ იქნა მდინარე დუნაის სანაპიროზე. ინგლისელი დიზაინერის უილიამ ტერი კლარკის მიერ დაპროექტებული. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ხიდის შესასვლელებთან დამონტაჟებული ლომის ქანდაკებები და, რა თქმა უნდა, მდინარე დუნაისა და ბუდას სასახლე, ეს არის ბუდაპეშტის ერთგვარი ცენტრი, რომლის გარშემოც განთავსებულია მთავარი ღირშესანიშნაობები.
ჯაჭვის ხიდიდან დასავლეთით ფერდობზე დაინახავთ ბუდას ციხე ( Buda Castle ). ბუდას სანაპიროზე განთავსებული კომპლექსი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნაგებობებისგან და კომპლექსებისგან. ბუდას ისტორიული ციხესიმაგრე და უნგრელი მეფეების სასახლის კომპლექსი ბუდაპეშტში. დაარსდა XIV საუკუნეში, უნგრეთის სამეფოს ანჟუს დინასტიის მიერ. მოგვიანებით, ის დაინგრა და კვლავ მრავალჯერ აშენდა ხელახლა. წარსულში, მას ასევე უწოდებდნენ სამეფო სასახლეს და სამეფო ციხესიმაგრეს. დღევანდელი სიმაგრის უძველესი ნაწილი XIV საუკუნეს მიეკუთვნება და აგებულია სლავონიის ჰერცოგ სტეფანის მიერ, როლელიც უნგრეთის მეფე ლუი I-ის უმცროსი ძმა იყო. 1987 წლიდან, ბუდას ციხესიმაგრე ბუდაპეშტის სხვა მონუმენტებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. კომპლექსში მოხვედრის გზა ჯაჭვის ხიდის ბუდას მხარეს განთავსებული ფუნიკულიორი Budapest Castle Hill Funicular.
კომპლექსში შემავალი ობიექტებიდან უმთავრესია მატიასის ეკლესია Matthias Church და მეთევზის ბასტიონი Fisherman's Bastion, მეთევზის ციხე-სიმაგრე ნამდვილი საოცრებაა, ალბათ ყველაზე ნახვადი ადგილია ბუდაპეშტში. ეს არის ადგილი, სადაც ადგილობრივებიც ისეთივე სიხშირით დადიან, როგორც ტურისტები, აქედან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი. ბაზილიკა 1051 წლით თარიღდება, როდესაც უნგრეთის მეფემ სტეფან პირველმა ააგო პირველადი ეკლესია ამ კონკრეტულ ადგილზე. 1541-1686 წლებში, ოტომანების მმართველობის დროს, ტაძარი მეჩეთად იქნა გადაკეთებული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, 1686 წელს შემოტევების დროს ნაღმტყორცნიდან ნასროლი ბირთვი მოხვდა ეკლესიის კედელს, ჩამოინგრა და წმინდა მარიამის ხატი გამოჩნდა მომლოცველი ოტომანების წინაშე. თურქებმა მეორე დღეს წააგეს ომი და დათმეს ქალაქი. მატიასის ეკლესიის მახლობლად არის განთავსებული მეთევზის ბასტიონი, საიდანაც უალამაზესი ხედი იშლება პეშტის სანაპიროზე და მდინარე დუნაიზე. ბასტიონი აშენებულ იქნა 1895-1902 წლებში და შედგება შვიდი კოშკურასგან, რომლებიც უნგრეთის იმ შვიდ ლიდერს განასახიერებენ, რომლებმაც დაიპყრეს ეს ადგილი და დასახლდნენ თანამედროვე ბუდაპეშტის ტერიტორიაზე
და ბოლოს გელერტის მთა ( Gellért Hill ). გელერტის მთა, ისევე როგორც ბუდას სასახლე, ბუდას მხარეს არის წარმოდგენილი. აღნიშნული მთა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გამწვანებული ადგილია მთელ ბუდაპეშტში. მთის წვერზე დგას წმინდა გერხარდის (იგივე გელერტის) ქანდაკება, რომელმაც მე-11 საუკუნეში უნგრეთში ქრისტიანობა გაავრცელა და სწორედ ამ მიზეზით აწამეს მისივე მფარველი მეფე იშტვანის გარდაცვალების შემდეგ. ამ მთიდან საოცარი ხედი იშლება, ამიტომ გირჩევთ მზის ჩასვლას აქედან უყუროთ.
დღე მეორე
მეორე დღეს ტური დაიწყეთ სახელმწიფო ოპერის თეატრიდან ( Hungarian State Opera ), აქედან ქვეყნის ჩრ. აღმოსავლეთით 2 კმ_ში ნახავთ ქალაქის მთავარ პარკს ( City Park ), გმირთა მოედანს ( Heroes' Square ) და სეჩენის აბანოებს ( Szechenyi Baths and Pool )
პარკში სეირნობით დაღლილებმა შეგიძლიათ დარჩენილი დროის პერიოდი თერმული აბანოებით და ბასეინით ისიამოვნოთ. აბანო 1913 წელს აშენდა, როგორც ქალაქის პირველი პერმანენტული აბანო. ეს ევროპის ყველაზე დიდი სამედიცინო სპა დაწესებულებაა, რომელიც 3 აუზისგან შედგება. ორი აუზი თერმალური წყლით მარაგდება და მათში ტემპერატურა 74 გრადუსამდეც ადის. დამიჯერეთ საოცრად კმაყოფილი დარჩებით. ბილეთის ღირებულება დაახლოებით 15 ევროს შეადგენს.
ფოტო და ვიდეო მასალი იხილეთ აქ >>> ბუდაპეშტი
Comments