თუ დროში შეზღუდულები ხართ, შემდეგ პოსტში განახებთ ადგილებს, რისი ნახვაც შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში ვენაში ყოფნის დროს.
დღე პირველი
პირველ დღეს მხოლოდ Donau Park _ის და Prater_ის ნახვით შემოვიფარგლეთ. მგზავრობისგან დაღლილებმა საკმაოდ სასიამოვნოდ დავისვენეთ დუნაის პარკში და ვისიამოვნეთ პრატერის ატრაქციონებით.
დღე მეორე
მეორე დღეს დილით გავეშურეთ შონბრუნის სასახლისკენ, გადასაადგილებლად გამოიყენეთ მეტრო. 24 საათიანი სამგზავრო ბარათი დაახლოებით 7 ევრომდე ღირს და შეგიძლიათ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოიყენოთ.
სასახლის ეზოში შესვლა და დათვალიერება უფასოა, ხოლო სასახლეში სტუმრობა მინიმუმ 14 ევრო დაგიჯდებათ. შონბრუნის სასახლის დათვალიერების შემდეგ დავბრუნდით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და საფეხმავლო ტური დავიწყეთ
Karlskirche_დან
მოვინახულეთ: ოპერა, ჰოფბურგის სასახლე, წმ. სტეფანეს ტაძარი, ეროვნუი მუზეუმი და ბიბლიოთეკა.
ეს ის მცირედი ადგილებია რისი ნახვაც აუცილებელია და რის ნახვასაც მოასწრებთ 48 საათის განმავლობაში. ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ აქ >>> ვენა
Comments