top of page

უნგრული სამზარეულო

Writer's picture: AdminAdmin

ბუდაპეშტში ვიზიტის დროს მთავარი , რაც არ უნდა გამოტოვოთ, ეს არის გულიაში (goulash). საუბარია შესქელებულ, კალორიულ, ცხარე წვნიანზე. ხორცი იმდენია, რომ ბოსტნეული უბრალოდ დეკორაციაა. ნამდვილი გულიაში მიირთვით ან რესტორანში ან სასადილოში

ხორციანი კერძები – მადიარული სამზარეულოს საფუძველია და მას არაჟნით, პაპრიკით და მდოგვის სოუსით აზავებენ. ბევრმა არ იცის, რომ უნგრეთში გამოყვანილი ყავთ ღორის განსაკუთრებული ჯიში. ისინი გარდა სპეციფიკური გარეგნობისა, ცხიმიანი ხორცითაც გამოირჩევიან. ამიტომ ადგილობრივი ძეხვი, პლუს დებრეცენის სოსისები და უნგრული სალიამი, ქვეყნის გარეთაც არის სახელგანთქმული.

ბუდაპეშტში დღის დაწყება რეკომენდირებულია კაფე-საკონდიტროებით. იქნება ეს ფენოვანი ბლინი, შოკოლადის ნამცხარი ან ტორტი (სახელგანთქმული ნუშისა და შოკოლადის „ესტერხაზი“ სწორედ აქედანაა) და ერთხელაც დარწმუნდებით, რომ უნგრეთში კალორიების დათვლის დრო არ არის.

უნგრული სამზარეულო ისეთ ბრენდად ვერ იქცა, როგორც იტალიური ან ფრანგული, და დასავლეთ ევროპაც განებივრებულია სხვადასხვა ფორმატის დაწესებულებებით, მაგრამ ამ „სამეზობლოშიც“ სიამოვნებით დადიან.

დისლოკაციის პოპულარული ადგილია საფეხმავლო ვაცი (Vatci utca). აქ სხვადასხვა სახის მაღაზიები და რესტორნებია. საერთო ჯამში, ბუდაპეშტში 3 ათასზე მეტი რესტორანია.

ცენტრალურ ქუჩებზეც კი საკმარისადაა „საქაბაბეები“ და ბურგერები. უშუალოდ ბუდაპეშტის ხასიათს უფრო პატარა მყუდრო პაბებსა (ღვინოსაც გთავაზობენ) და ყავახანებში დაიჭერთ.


Fisherman's soup ანუ მეთევზის წვნიანი - უნგრული სამზარეულოს კერძი, წარმოადგენს წითელ ცხელ წვნიანს, რომელიც მზადდება ცხელი პაპრიკის და კაფის ან შერეული მდინარის თევზის უზარმაზარი რაოდენობით.


Chicken paprikash ანუ ქათმის პაპრიკა - უნგრული წარმოშობის პოპულარული კერძია და ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი. სახელწოდება მომდინარეობს პაპრიკის უხვი გამოყენებისგან, სანელებლებისგან, რომელიც ხშირად გამოიყენება უნგრულ სამზარეულოში. მას ქათმის მკერდისგან ამზადებენ, თუმცა მის ნაცვლად შესაძლებელია თევზის, ხბოს ან ბატკნის ხორცის გამოყენებაც.


Lángos ანუ ლანგოსი - ეს არის კარგად შემწვარი ბრტყელი პური იოგურტის ან არაჟნით ზემოდან გახეხილი ყველით. სახელი მომდინარეობს 'láng' - დან წარმოისვა.


ეს არის უნგრული სამზარეულოს რამდენიმე მნიშვნელოვანი კერძი. გაითვალისწინეთ რომ ყველა საკმაოდ მსუყეა და თუ ბევრს შეუკვეთთ, შესაძლოა ვერ მოერიოთ.

359 views0 comments

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page