შემდეგ ვიდეოში კარგად არის ახსნილი თუ როგორ ჩაალაგოთ ხელბარგში სასურველი ნივთები.
მარტივი წესი.
აკრძალულია ხელბარგში მოათავსოთ:
• საბრძოლო საშუალება & ცეცხლსასროლი იარაღი (სათამაშო იარაღიც);• ბასრი პირის მქონე იარაღები და საგნები (მათ შორის ქოლგა, მაკრატელი, ფრჩხილების ქლიბი ან ჯიბის დანა);• ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები (სანთებელა, ასანთი, აცეტონი და ა.შ.);• საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოების გარეშე (გოლფის ან ბეისბოლის ჯოხი, თოკები…);• ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები.
• 100 მლ-ზე მეტი სითხის მოთავსება. თუ თხევადი ნივთიერება ამ ოდენობისაა, უნდა მოათავსოთ პატარა ფლაკონში, ეს ფლაკონები კი ცალკე გამჭვირვალე სპეციალურ, დალუქულ პარკში, რომლის დასაშვები ზომაც გახლავთ 20სმX20სმ. დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს:ფლაკონი, რომელიც უფრო დიდი მოცულობისაა, მაგრამ სითხე 100 მლ-ია შიგნით, სამწუხაროდ, არ გამოგადგებათ. გირჩევთ, ეს შეკვრა მოსახერხებელ ადგილას გედოთ, რადგან უსაფრთხოების შემოწმების გავლისას ამოღება მოგიწევთ რამდენჯერმე. 100 მლ-ის წესი არ ვრცელდება დიუტი ფრიში შეძენილ სასმელზე და ბავშვის საკვებზე. Duty-Free-ის მაღაზიებში შეძენილი ყველანაირი სახის თხევადი საქონელი უნდა მოთავსდეს სპეციალურ დალუქულ პაკეტში შეძენის ქვითართან ერთად, რომლის გახსნაც დანიშნულების საბოლოო ადგილზე ჩასვლამდე არაა რეკომენდირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების შემოწმების პუნქტში თქვენ მიერ შეძენილი საქონელი შესაძლოა ჩამოგართვან.
• მედიკამენტები, უხეშად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ წაიღოთ იმდენი, რაც დაგჭირდებათ მოგზაურობის განმავლობაში, მაგრამ თუ რომელიმე წამალი დიდი ოდენობით გაქვთ თან, უმჯობესია ექიმის რეცეპტიც გქონდეთ.
• კოსმეტიკაზე შეზღუდვა არ გექნებათ, თუ თხევადი არაა და 100 მლ-ს არ აღემატება. აქვე კიდევ 1 რჩევა: თუ პუდრი ან მსგავსი კოსმეტიკა მიგაქვთ, უმჯობესი იქნება რბილი ბამბა ჩააფინოთ, რომ არ დაგიტყდეთ.
Comments