top of page

ევროპის 4 ქვეყანა 265 ევროდ!

Writer's picture: AdminAdmin

Updated: Jan 10, 2019

დიახ არ მოგესმათ, სრულიად შესაძლებელია დაუჯერებელ ფასად იმოგზაუროდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ზოგისთვის შეუჩერებელი სიარული მოგზაურობის დროს უფრო მეტად სასიამოვნოა ვიდრე ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა და დასვენება. შემდეგ პოსტში მოგიყვებით თუ როგორ მოვიარეთ ევროპის 4 ქვეყანა ( ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი ) 8 დღეში ოთხმა მეგობარმა.

პირველ რიგში რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ძებნა ავიაბილეთების და 26 აგვისტოს ავიაკომპანია პეგასუსის საიტზე შევიძინეთ ბილეთები თბილისი - ვენა, 1 ბილეთის ღირებულება 120 ევრო. ვინაიდან ფოტოზე აღნიშნული მარშრუტით უნდა გვემოძრავა უკან დასაბრუნებელი ბილეთი შევარჩიეთ უნგრეთიდან ვიზეარის მეშვეობით და ბუდაპეშტი - ქუთაისი 2 სექტემბერს 1 ბილეთში გადავიხადეთ 60 ევრო.

ამის შემდეგ სასტუმროების და შიდა გადაადგილებების ძებნას შევუდექით


ვენა

ვენაში Airbnb_დან დავჯავშნეთ აპარტამენტი 2 ღამით ( 26-28 აგვისტო ) და გადავიხადეთ ჯამში 80 ევრო. თუ როგორ ისარგებლოთ airbnb_ით და როგორ მიიღოთ ფასდაკლების ვაუჩერი გაეცანით ამ პოსტს >>> Airbnb <<<. რისი ნახვა მოვასწარით ვენაში შეგიძლიათ იხილოთ აქ >> 2 დღე ვენაში. 28 აგვისტოს დილით ადრე გავემგზავრეთ პრაღას მიმართულებით. ავტობუსის ბილეთები შევიძინეთ Flixbus_ის მეშვეობით ჯამში 60 ევროდ.

პრაღა

დილით პრაღაში ჩასულებმა, გავეშურეთ სასტუმროსკენ, რომელიც დავჯავშნეთ ერთი ღამით booking_ის მეშვეობით, სასტუმრო City Partner Hotel Atos და გადავიხადეთ ოთხ ადგილიან ნომერში 56 ევრო დილის კვებით. სასტუმრო საკმაოდ კარგ და ცენტრალურ ადგილას მდებარეობს. რეგისტრაციის შემდეგ გავეშურეთ პრაღის დასათვალიერებლად. თუ რისი ნახვა შეგიძლიათ 2 სრულ დღეში შეგიძლიათ იხილოთ აქ >> 2 დღე პრაღაში. 29 აგვისტოს ღამის რეისით გავემგზავრეთ კრაკოვისკენ. ავტობუსის ბილეთები შევიძინეთ lux express_ის საიტზე და ჯამში ღირებულებამ შეადგინა 28 ევრო.


კრაკოვი

30 აგვისტოს დილით ადრე კრაკოვში ჩასულებმა ისევ მოვძებნეთ სასტუმრო, რომელიც დავჯავშნეთ ერთი ღამით booking_ზე (Hostel B Movie) და გადავიხადეთ ოთხ ადგილიან ნომერში 37 ევრო. ორ სრულ დღეში საკმაოდ ბევრი რამის ნახვა შევძელით. შეგიძლიათ იხილოთ აქ >> 2 დღე კრაკოვში. და 31 აგვისტოს ღამის ავტობუსით გავემგზავრეთ ბუდაპეშტისკენ. ღამის რეისის ბილეთები შევიძინეთ Polskibus_ის საიტზე და ჯამში გადავიხადეთ 32 ევრო.


ბუდაპეშტი

1 სექტემბერს დილით ჩასულებმა, მოვძებნეთ ჩვენი აპარტამენტი რომელიც booking_ზე დავჯავშნეთ (Absolute Romantic Nest) ერთი ღამით და გადავიხადეთ ჯამში 45 ევრო ოთხ პერსონაზე. ბუდაპეშტში 2 სრული დღეში მოვიარეთ შემდეგი ადგილები >> 2 დღე ბუდაპეშტში და 2 სექტემბრის ღამეს გამოვფრინდით ქუთაისისკენ.

და ბოლოს 4 ქვეყანა 8 დღიანი ზოგისთვის დამღლელი, ზოგისთვის სასიამოვნოდ გატარებული მოგზაურობა ჯამში დაჯდა 1060 ევრომდე ანუ ერთი ადამიანი 265 ევრო, კვების და სხვა დამატებით სასაჩუქრედ თუ სასურველი ნივთების შესაძენად განკუთვნილი ხარჯების გარდა.



გისურვებთ წარმატებას.

108 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page