მატარებლით გადაადგილება ევროპის ქვეყნებს შორის საკმაოდ კომფორტული და ოდნავ ძვირიანი საშუალებაა ავტობუსით მგზავრობისგან განსხვავებით და მაინც თუ გადაწყვითეთ მატარებლით გადაადგილება, შედარებით დაბალბიუჯეტიან ლეო ექსპრესს გირჩევთ.
კომპანია დაარსდა 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში და კომპანია ამჟამად 30-მდე ქალაქს ემსახურება ევროპის ტერიტორიაზე
ბილეთის დაჯავშნა
იმისათვის რომ შეიძინოთ ბილეთი, საჭიროა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე (ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე). რეგისტრაცია არ მოითხოვს ზედმეტი ფორმების შევსებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფეისბუქის ან გუგლის ანგარიში.
ლეო ექსპრესის ბილეთის ფასები 5 ევროდან იწყება, ხშირად აქვთ აქციები 1+1 ბილეთი და ფასდაკლებები სხვადასხვა მიმართულებით.
მას შემდეგ რაც შეხვალთ თქვენს ანგარიშზე გადადით (BOOK TICKET) ბილეთის დაჯავშნის გრაფაში. მაგალითისთვის განვიხილოთ კრაკოვიდან პრაღასკენ მიმავალი მატარებლის ბილეთის შეძენა. ფოტოზე ჩანს რომ 30 მაისს კრაკოვი-პრაღა მიმართულებით 1 ბილეთის ფასი 13 ევროდან იწყება ( ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა სერვისის გამოყენებაზე)
ეკონომ პაკეტის არჩევის შემდეგ, რომელიც მოიცავს უფასო WIFI ინტერნეტს, ენერგომომარაგებას ყველა სავარძელში (220 V) და უფასო წყალს, ბილეთის ღირებულება შეადგენს 12.9 ევროს
ადგილის შერჩევა
ფოტოზე აღნიშნული მწვანე ფერით, ნაჩვენებია თავისუფალი ადგილები, შესაბამისად შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი შეარჩიოთ დამატებით გადასახადის გარეშე. შავ ფერში დაკავებული ადგილები, ხოლო ნარინჯისფერში თქვენი შერჩეული ადგილი.
თანხის გადახდა
სასურველი ადგილის შერჩევის შემდეგ, გადადით თანხის გადახდის გრაფაში და სეავსეთ შემდეგი ველები.
1. Your card number: - ბარათის ნომერი
2. Card valid till: - ბარათის მოქმედების ვადა
3. Verification code: - დამადასტურებელი კოდი (CVC2/CVV2 Code)
და მაინც თუ ვერ შეარჩიეთ სასურველი მიმართულება ლეო ექსპრესის მეშვეობით, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ bahn ( Deutsche Bahn )
Comments