top of page

როგორ მივიღოთ კომპენსაცია ავიარეისის გადადების ან გაუქმების შემთხვევაში

Writer's picture: AdminAdmin


მგზავრები, რომლებიც მოგზაურობენ საჰაერო ტრანსპორტით, სარგებლობენ სპეციალური უფლებებით. ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, თუ ავიაკომპანიამ რეისი გადაგიდოთ ან გაგიუქმათ, თქვენ ამ პრობლემებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება გაქვთ (თუ თქვენი რეისი ევროკავშირში სრულდებოდა, ანუ ჩაფრენის ან გამოფრენის ტერიტორია ევროკავშირში მდებარეობს). 

ფრენის გაუქმება


ფრენის გაუქმების შემთხვევაში, მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ავიაკომპანიისგან: ანაზღაურება ან ალტერნატიული მარშრუტი.

ავიაკომპანიამ მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგი ორი პირობას შორის:

  1. ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი

  2. დანიშნულების ბოლო პუნქტამდე თანაბარი პირობებით ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.


უფასო მომსახურება

ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრი შემდეგი სახის უფასო მომსახურებით:

  • კვება და გამაგრილებელი სასმელები;

  • საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე;

  • მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე;

  • ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ტელეფაქსით ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი გამცილებლების და ბავშვების მოთხოვნებს, რომლებიც მგზავრობენ გამცილებლის გარეშე.


რაზეა დამოკიდებული კომპენსაციის ოდენობა?


  • 250 EUR – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;

  • 400 EUR – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;

  • 600 EUR – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.

  • ბილეთის საფასური არანაირ გავლენას არ ახდენს ზემოაღნიშნულ კომპენსაციისათვის დადგენილ თანხებზე!

ფრენის დაგვიანება

თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:

  • ორ საათზე მეტ დროს – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;

  • სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;

  • ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას, ავიაკომპანია ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს შემდეგი სახის დახმარება: 

იმ შემთხვევაში, თუ ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრებს აღმოუჩინოს შემდეგი სახის დახმარება:

  • საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე;

  • მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე;

იმ შემთხვევაში, როდესაც დაგვიანების დრო შეადგენს სულ მცირე 5 საათს, ავიაკომპანია ვალდებულია აღმოუჩინოს შემდეგი სახის დახმარება:

  • ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, რომელიც უნდა გაიცეს ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში, მგზავრობის როგორც შესრულებული, ისე შეუსრულებელი ნაწილ(ებ)ის ღირებულების ჩათვლით, თუ ფრენით მგზავრმა ვერ განახორციელა ის მიზანი, რაც დაგეგმილი ჰქონდა მგზავრობის დაწყებისას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება;

  • თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა;


კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

  • ავიაკომპანიამ მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე.

  • ავიაკომპანიამ მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების პუნქტში ჩასვლა ოთხ საათზე ნაკლები დროის დაგვიანებით ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით;

  • ავიაკომპანიამ მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებულ ფრენის თარიღამდე შვიდ კალენდარულ დღეზე ნაკლები დროით ადრე და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ერთი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების ბოლო პუნქტში ჩასვლა არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით.

ავიაკომპანიას არ დაეკისრება კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, თუ ფრენის გაუქმება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად.


და ბოლოს ამ ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ორ კომპანიას flyback ან flyhelp.



გისურვებთ წარმატებას!

102 views0 comments

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page