top of page

ბელგია

Writer's picture: AdminAdmin

Updated: Jan 18, 2019


ბელგია ოფიციალურად ბელგიის სამეფო — სახელმწიფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდები (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილოეთ-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. ფართობი 30 528 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული. ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირის შტაბ-ბინა, აგრეთვე ნატოს ოფისი და ბენილუქსის ქვეყნების სეკრეტარიატი.

ბელგიაში უამრავი ლამაზი, მშვიდი, წყნარი ქალაქები და სოფლების ნახვა შეგიძლიათ, რომელიც გამოირჩევიან თავიანთი სილამაზით სხვა ქვეყნის ქალაქებს შორის. შემდეგ პოსტში განვიხილავ ბელგიის რამდენიმე ულამაზეს ქალაქს, რისი ნახვაც შეგიძლიათ მოასწროთ 6 დღეში. ესენია: ბრიუსელი, ბრიუგე, გენტი და ანტვერპენი. დავიწყოთ იქედან თუ როგორ მოვხვდეთ იაფი გზით ბელგიაში, ამის ყველაზე მარტივი საშვალება არის ვიზეარი. დაახლოებით 1.5 - 2 თვით ადრე დაიწყეთ ავიაბილეთების ძებნა ქუთაისი დორტმუნდის მიმართულებით, თუ როგორ იყიდოთ ავიაბილეთი გაეცანით ამ პოსტს >>> ყველაფერი ვიზეარის შესახებ. მას შემდეგ რაც შეიძენთ ავიაბილეთს, მოძებნეთ სასურველ დროს დორტმუნდი - ბრიუსელი ავტობუსის ბილეთი Goeuro_ს საშუალებით ან Flixbus_ის საიტზე. (მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 15-25 ევროს შეადგენს).

სასტუმროების ან აპარტამენტების მოძებნა შეგიძლიათ მარტივად, გამოიყენეთ შემდეგი ორი პოსტი Booking ან Airbnb. ჩემი რჩევა იქნება დღეები შემდეგნაირად გადაანაწილოთ: 2 ღამე ბრიუსელი, 1 ღამე ბრიუგე, 1 ღამე გენტი და 1 ღამე ანტვერპენი. თუ დროში შეზღუდული ხართ მაშინ ბრიუსელის და ბრიუგეს ნახვას გირჩევთ აუცილებლად. როდესაც ღამის გასათევ ადგილს შეარჩევთ, შიდა გადაადგილებისთვის ბელგიაში ყველაზე სწრაფი, კომფორტული და იაფი საშუალება მატარებელია

b-europe.com, თუმცა მატარებლის ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ Goeuro_ს მეშვეობით, ან რკინიგზის სადგურზე. (ერთი მიმართულებით ბილეთის ღირებულება დაახლოებით 7-10 ევროს შეადგენს).

მაშ ასე, ყველა ბილეთი და ჯავშანი თუ ხელთ გაქვთ, ჩამოვწეროთ რისი ნახვა არის მნიშვნელოვანი და საინტერესო შემდეგ ქალაქებში.


ბრიუსელი

ბრიუსელი საკმაოდ დიდი ქალაქია, ამიტომ გადასაადგილებლად გამოიყენეთ მეტრო ან ტრამვაი. ერთი მგზავრობა 2 ევროზე მეტია, ამიტომ შეიძინეთ 24 საათიანი ულიმიტო ბარათი, რომელიც 8 ევრომდე ღირს. ასევე შეგიძლიათ ქალაქის ველოსიპედების დაქირავება, რომელიც საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ. ტური შეგიძლიათ დაიწყოთ სამეფო მოედნიდან ( Royal Square ), საიდანაც გადიხართ ულამაზეც პარკში ( Mont des Arts ).

შემდეგი მთავარი სანახაობა წმ. მიხეილის კათედრალია ( St Michael and St Gudula Cathedral ), კათედრალში შესვლა უფასოა.

აქედან გზა ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობა გრანდ-პალასისკენ გააგძელეთ

( Grand Place ), რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მას გარს აკრავს შესანიშნავი არქიტექტურული შენობები, სადაც უამრავი ახალგაზრის თავშეყრის ადგილია. ამ ადგილას თითქმის ყოველ საღამოს იმართება სხვა და სხვა სახის გასართობი ღონისძიებები. გრანდ-პლასის აღმოსავლეთით არის ევროპის კვარტალი – ევროკომისიისა და ევროპის პარლამენტის თანამედროვე შენობებით. აქვე ნახავთ manneken pis. საყოველთაოდ განთქმული სიმბოლო – მანეკენ პის ანუ „ბიჭუნა, რომელიც ფსამს“ 1619 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთხელ მოიპარეს და აღადგინეს. მიიჩნევა, რომ ბიჭის ფიგურა ადგილობრივი მოსახლეობის მეამბოხე სულს გამოხატავს.

ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა 212 მეტრი სიგრძის წმინდა იუბერის სამეფო გალერეები (1846 წ). ეს ევროპაში პირველი არქიტექტურული კომპლექსია დახურული გალერეებით, ამჟამად აქ ათეულობით სამხატვრო სალონი, კაფე-რესტორნები და თეატრებია.

შოკოლადის მაღაზიები

ბელგიური შოკოლადი მსოფლიოში საუკეთესოთა რიცხვში შედის, ტურისტები კი სუვენირად ყიდულობენ. ამ გემრიელობების ყიდვა ჩვეულებრივ სუპერმარკეტშიც შეიძლება და სპეციალურ მაღაზიებშიც. ბევრი მათგანი მონობრენდულია, ბევრს საკუთარი შოკოლადის დახლები აქვს. მათ შორის Leonidas (ყველაზე დემოკრატიული ფასებით), Pierre Marcolini (ერთ-ერთი ყველაზე ძვირი), Godiva, Manon, Galler, Cote d’Or, Wittamer, Mary, Neuhaus, Corne, Guylian, Callebaut და ა.შ.

ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს შოკოლადი Leonidas, Godiva, Neuhaus.

ერთი ფილა შოკოლადი საშუალოდ 3-5 ევრო ღირს. ფიგურული შოკოლადის ფასი 8 -10 ევროა.

მეორე დღე დაუთმეთ ერთ-ერთ რჩეულ ღირსშესანიშნაობას, თანამედროვე ბრიუსელის სიმბოლოს Atomium_ს. ის ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ატომიუმში შესვლა ფასიანია და 5 საათამდე მუშაობს. მასში განთავსებულია რესტორნები, კაფეები, ტურისტული ცენტრები და სხვა საინტერესო დაწესებულებები. მის გვერდით – პარკი „მინი ევროპა“. მშვენიერი შესაძლებლობაა კონტინენტის ყველა ცნობილი შენობა ერთ ადგილას ნახოთ.

ბრიუგე

ქალაქი ბელგიაში, დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შუასაუკუნეების მომაჯადოებელი ქალაქი, სადაც არაფერი იცვლება საუკუნეების განმავლობაში. ულამაზესი სახლები, გოთიკური ტაძრები, სამრეკლოები, მწვანე მცხენარეებშ გახვეული ხიდები და არხები თქვენს გამოცებას ნამდვილად შეძლებენ. ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. ბრიუგე – არამხოლოდ ბელგიის შოკოლადის დედაქალაქია, არამედ, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. ღამის ბრიუგე - სრულიად სხვა ქალაქია. ლამპიონების  ჯადოსნურ შუქზე პატარა ვიწრო ქუჩები, სახლები არხების ანარეკლში რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის და ბედნიერების შეგრძნებას გაძლევს. ერთადერთი, რაც ქალაქის სიმშვიდეს არღვევს ეს არის ტურისტები. ბრიუგე ის ქალაქი არ არის, სადაც ტრადიციული ევროპული შოპინგისთვის ჩადიან. ბრიუგე ცნობილია ლუდითა და შოკოლადით. ამ პროდუქტებს აქ გამოფენები და მუზეუმები ეძღვნება, ტარდება ფესტივალები და ბაზრობები. ისტორიულ ცენტრში მრავლადაა ბუტიკები, სადაც შოკოლადსა და ლუდს შემოგთავაზებენ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ბრიუგე პატარა ქალაქია, ამიტომ არ გამოიყენოთ ტრანსპორტი, იარეთ ფეხით აქ ყოველი ქუჩა და ნაგებობა უდიდესი მნიშვნელობისაა. გაჰყვე გზას, მიმოიხედო ირგვლივ, არ გამოტოვო პატარა დეტალიც კი, წაიკითხო წარწერები ძველებურ ნაგებობებზე.


გენტი

გენტი ბრიუგეს მზგავსად პატარა ქალაქია, აქაც შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ მთელი სანახაობები და ერთ სრულ დღეში თითქმის ყველაფრის ნახვას შეძლებთ. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა ( Saint Nicholas' Church ). შემდეგი მთავარი ადგილი წმინდა ბავოს ტაძარია ( Saint Bavo's Cathedral ), სადაც ჩარლზ V მოინათლა 1500 წელს. მისი სიმაღლე 89 მეტრია. შენობა აგებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის ყოფილ სამლოცველოზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხის კონსტრუქციას ატარებს და რომელიც აკურთხა 942 წელს ტრანსმორესმა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღმართული 91 მეტრის სიმაღლის კოშკი ( Het Belfort van Gent ), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა ბელგიაში, მისი არქიტექტურით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.

აიცილებლად გაიარეთ გრაფიტის ქუჩაზე ( Graffiti Street ), ულამაზესი ქუჩის ხელოვნებაა.

გარდა საკათედრო ტაძრებისა, გენტი ცნობილია ლამაზი ციხე-სიმაგრეებით, ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ციხე-სიმაგრეა Gravensteen, იგი აშენებულია 1180 წელს, ციხე მაშინ გამოიყენებოდა როგორც სასამართლო დარბაზი.


ანტვერპენი

ანტვერპენი ბელგიაში სიდიდით მეორე ქალაქია, რა თქმა უნდა ბრიუსელის შემდეგ,ხოლო ფლანდრიის რეგიონში ის უდიდესი საპორტო ქალაქია. პირველი შთაბეჭდილება მაინც ანტვერპენის ცენტრალური რკინიგზის სადგურია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებით გამორჩეული.

ქალაქში შესვლისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეს არის ბევრი ველოსიპედი და ტრამვაი, რაც საოცრად უხდება ამ ქალაქს. ანტვერპენი იდეალური ქალაქია შოპინგის მოყვარულთათვის, ერთმანეთზე მიყოლებით უამრავი ბრენდული მაღაზიები თავბრუს დაგახვევთ. ტური რათქმაუნდა დაიწყეთ ცენტრალური სადგურიდან და გაუყევით მთავარ გზას დასავლეთისკენ.

ანტვერპენის მთელი რიგი სანახაობა თითქმის ერთ ქუჩაზე მდებარეობს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემს მიერ რუკაზე მონიშნული ადგილები.

ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ აქ >>> ბელგია



გისურვებთ წარმატებას.

2,667 views0 comments

Recent Posts

See All

Commentaires


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page