top of page

შვეიცარია

Writer's picture: AdminAdmin

Updated: Jun 28, 2018

ცოტა რამ შვეიცარიის შესახებ

შვეიცარია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მდიდარი ქვეყანაა, რომელიც არასდროს ერევა საერთაშორისო კონფლიქტებში, თვითონ აწარმოებს პრაქტიკულად კვების ყველა პროდუქტს. ქვეყნის სავიზიტო ბარათი მექანიზმია, რომლის შეტანას იუნესკო საკუთარ არამატერიალური კულტურული მემკვიდეობის ნუსხაში აპირებს. შვეიცარიაში ბევრად მეტი საათის ფაბრიკაა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. შვეიცარია ტურიზმის კლასიკური ქვეყანაა, სადაც არცთუ დიდ ფართობზე თავმოყრილია ალპების მწვერვალები, ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, კარგად მოვლილი ძველი ქალაქები, რომლებიც ინარჩუნებენ თავის ისტორიულ სახეს და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებას.

ბევრს შვეიცარიის დედაქალაქი ბერნი ჰგონია, სადაც სამთავრობო ოფისებია მოთავსებული. სინამდვილეში, ბერნი მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული და ადმინისტრაციული ცენტრია, ოფიციალური დედაქალაქი კი შვეიცარიას არ აქვს (ფედერალური კონსტიტუციის თანახმად, შვეიცარიაში დედაქალაქის ცნება არ არსებობს).

ქვეყნის ერთ-ერთ თვალსაჩინო ქალაქს წარმოადგენს ციურიხი. ის შვეიცარიის ფინანსურ ცენტრად ითვლება, ქალაქი მდინარე ლიმატის (ჩაედინება ციურიხის ტბაში) ნაპირებზეა გაშენებული. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემდეგ პოსტში დავწერ თუ როგორ იმოგზაურო შვეიცარიაში იაფად და ნახო ის მნიშვნელოვანი ადგილები რაც შვეიცარიას გააჩნია.


როგორ მოვხვდეთ შვეიცარიაში იაფად და მარტივად


მოგზაურობა დაგეგმეთ გაზაფხულზე, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, რადგან ამ დროს შვეიცარია მეტად გამწვანებულია და ავიაბილეთებსაც იაფად იშოვით. ჩვენ გადავწყვიტეთ მაისის ბოლოს შვეიცარიის სტუმრობა. ამის ყველაზე კარგი საშუალება, ქუთაისიდან მემინგენის მიმართულებით ავიაბილეთის შეძენაა ვიზეარის მეშვეობით. პირველ რიგში რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ავიაბილეთების ძებნა და დაახლოებით თებერვლის თვეში შევიძინეთ 4 ბილეთი ქუთაისი-მემინგენი-ქუთაისი 1440 ლარად. პერიოდი 29 მაისი - 5 ივნისი. გაითვალისწინეთ ვიზეარის რეისით ჩაფრენა მოგიწევთ დაახლოებით 20:00 საათზე, ამიტომ ერთი ღამე მოგიწევთ მემინგენში გაატაროთ. ჩვენც ასე მოვიქეცით და ის ღამე მემინგენის ცენტრში მდებარე ერთ ერთ სასტუმროში დავრჩით. ამ ქალაქში თითქმის ვერ ნახავთ ჰოსტელებს ან გესთჰაუსებს, სასტუმროების ფასები კი საკმაოდ მაღალია.

სასტუმრო შეგიძლიათ დაჯავშნოთ ამ ინსტრუქციის მიხედვით booking.

შვეიცარიაში დასარჩენად გამოვიყენეთ აპარტამენტების საძიებო სისტემა Airbnb.

ჩვენი ტურის დღეები ასე გადავანაწილეთ:

გერმანია - 1 ღამე ( 400 ლარი )

შვეიცარია - 4 ღამე აქედან 3 Iseltwald_ში და 1 ღამე Wünnewil-Flamatt_ში. ( 1000 ლარი )

საფრანგეთი - 2 ღამე Colmar_ში ( 460 ლარი )

შვეიცარიაში შიდა გადაადგილება როგორც მატარებლით ასევე ავტობუსით ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, მეტიც სხვა ქვეყნიდან შვეიცარიაში მოხვედრა გაცილებით ძვირია ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყნებს შორის მოძრაობა, ამიტომ ყველაზე იაფი და კომფორტული საშვალება მემინგენში ავტომობილის დაქირავებაა. თუ როგორ იქირაოთ ავტომობილი გაეცანით შემდეგ პოსტს >>> Europcar - ავტომობილის დაქირავება <<< ავტომობილი შევარჩიეთ შესაბამისად მისი ტევადობის და ეკონომიურობის მხრივ.

7 დღით ავტომობილის დაქირავებაში გადავიხადეთ 570 ლარი + 100 ლარი ავტომობილის დაზღვევის.

დღე მეორე 30 მაისი. დილით 9 ზე ავტომობილის გამოსაყვანად მისულებს დაგვხვდა 2017 წლის HYUNDAI I30 1.4 Turbo.

მანქანის აყვანის პროცედურას მაქსიმუმ 10 წუთი დასჭირდა და შემდეგ დიდ სუპერმარკეტისკენ გავეშურეთ პროდუქტების შესაძენად. ყველაზე მოსახერხებელი ადგილით და ფასებით იყო NETTO _ს სუპერმარკეტების ქსელი. გაითვალისწინეთ შვეიცარიაში კვება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება მეტი საკვები წაიღოთ გერმანიიდან. ჩვენც ასე მოვიქეცით შევარჩიეთ სასურველი პრორუქტები, სასმელები დაახლოებით ჯამში 200 ევრომდე გადავიხადეთ და ფაქტიურად გაივსო მთელი მანქანის საბარგული.

რა უნდა ვნახოთ შვეიცარიაში


შვეიცარიაში შესვლამდე გზად ლიხტენშტეინში, კერძოდ ვადუც_ში შევიარეთ და რამდენიმე საათი დავუთმეთ ქალაქის დათვალიერებას, შემდეგ კი გზა ლუცერნისკენ გავაგრძელეთ. Lucerne_ში დიდხანს შევისვენეთ, კარგად დავათვალიერეთ ქალაქის ცენტრალური ტერიტორია და საღამოს გავეშურეთ დასაბინავებლად Iseltwald_ში.

Iseltwald_ი მართლაც ულამაზესი პატარა მშვიდი, წყნარი სოფელია.

( ხედი აპარტამენტის ფანჯრიდან )

დღე მესამე 31 მაისი. გავედით ინტერლეიკის მიმართულებით. აუცილებლად ნახეთ შემდეგი ადგილები: Unterseen, Harder Kulm, St. Beatus Caves. ამავე დღეს ჩავედით Blausee Lake_ს სანახავად. საღამოს დავბრუნდით უკან Iseltwald_ში და მზის ჩასვლის დროს დავათვალიერეთ ეს პატარა სოფელი.

დღე მეოთხე 1 ივნისი. მოსანახულებელი ადგილები: Lauterbrunnen, Wengen, Mürren, Grindelwald, jungfraujoch, First. ვენგენი ულამაზესი სოფელია, სამანქანო გზა არ ადის ამიტომ Lauterbrunnen_ის სადგურიდან ,,კუკუშკა'' მატარებლით ავედით, რომელიც ყოველ ნახევარ საათში დადის და ბილეთის ფასი 13 ევროს შეადგენს ორი გზა. Mürren_ში გონდოლით შეგიძლიათ ახვიდეთ Lauterbrunnen_დან და 25 ევრომდე დაგიჯდებათ 2 გზა. ელექტორნული ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ამ საიტიდან www.jungfrau.ch ან www.sbb.ch.


შემდეგ გზა Grindelwald_სკენ გავაგრძელელეთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ხეობაში გადაადგილების დროს, გზად არაერთ ულამაზეს ჩანჩქერს შეხვდებით. დროის არ ყოფნის გამო ვერ შევძელით მწვერვალ First_ზე ასვლა. საღამოს ისევ დავბრუნდით Iseltwald_ში

დღე მეხუთე 2 ივნისი. დილით გავედით ბერნის მიმართულებით. მთელი დღე ქალაქის დათვალიერებას მოვუნდით და შეიძლება ითქვას რომ ერთ სრულ დღეში მთლიანად შემოვიარეთ მთელი ბერნის მნიშვნელოვანი ადგილები.

საღამოს იქვე ახლო მდებარე სოფელში, ფერმერების ოჯახში დაქირავებულ სახლისკენ გავეშურეთ.

დღე მეექვსე 3 ივნისი. დილით გავედით საფრანგეთის / კოლმარის მიმართულებით. გზად ბაზელი მოვინახულეთ და ცოტახანს შევისვენეთ. ბაზელის შემდეგ ერთ-ერთ ულამაზეს ფრანგულ სოფელს ვესტუმრეთ Eguisheim. მართლაც ულამაზესი პატარა, მშვიდი და წნყარი სოფელია.

საღამოს ჩავედით კოლმარში და ჩვენს მიერ წინასწარ დაჯავშნილ აპარტამენტში დავბინავდით. ბინა ტერიტორიულად კოლმარის ისტორიულ ცენტრალურ უბანში მდებარეობს, ამიტომ მცირე დასვენების შემდეგ გავედით ღამის კოლმარის დასათვალიერებლად.

დღე მეშვიდე 4 ივნისი. დილით გავედით სოფელ Riquewihr_ის სანახავად. არც ეს სოფელი ჩამოუვარდებოდა თავის სილამაზით სხვა დანარჩენებს. ლამაზი, ფერად -ფერადი პატარა სახლები, ვიწრო ქუჩები მართლაც მშვენიერ გარემოს ქმნიან. შუა დღეს უკვე დავბრუნდით უკან კოლმარში.

დარჩენილი ნახევარი დღე კოლმარის დათვალიერებას დავუთმეთ.

დღე მერვე 5 ივნისი. დილით გავედით მემინგენის მიმართულებით გზად რამდენიმე ადგილას შევისვენეთ, საღამოს ჩავაბარეთ ავტომობილი და 21:00 საათზე გამოვფრინდით უკან ქუთაისისკენ.

P.S რაც შეეხება ქვეყნებს შორის გადაადგილების ( ავტობანების მომსახურების ) საფასური არსად არ გადაგვიხდია. ერთადერთი პარკირების მოძებნა და შემდეგ საფასურია ცოტა საპრობლემო და ძვირი სიამოვნება. ყველაზე იაფი რაც შეიძლება გადაიხადოთ პარკირებაში, საათში 2 ევროა, ამიტომ გაითვალისწინეთ წინასწარ გქონდეთ ხურდა ფული მზად! მთელი ტურის პერიოდში დავფარეთ 1400 კმ_მდე მანძილი და დაიხარჯა დაახლოებით 100 ლიტრი საწვავი ( 450 ლარი ).

საშუალოდ ეს ყველაფერი ერთ პიროვნებაზე გამოვიდა 1155 ლარი ( 400 ევრო )

ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ აქ >>> ფოტო მასალები


გისურვებთ წარმატებას.



2,783 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


As featured in
travel
     blog
PLANETOUR
WORLD
TRAVEL
skycloud

© 2018 by Irakli Kshutashvili

  • https://www.facebook.com/iraklikshut
  • https://www.youtube.com/user/system1
  • White Instagram Icon
  • White Twitter Icon
FOLLOW  US
bottom of page